167237321

კრიმინალური ქრონიკა გორში - იანვარი

  • გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

    გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
    შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დანაშაულში მხრილებული არასრულწლოვანი იყო.
  • გორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

    გორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
    შემთხვევა კასტელის ქუჩაზე მოხდა. ფაქტე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. შიანაგან საქმეთა სამინიტროში განაცხადეს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავდათ.
  • გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

    გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
    შემთხვევა ჭალის დასახლებაში მოხდა. გორის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს.
  • გორში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

    გორში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
    შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთები და ფული წაიღეს. მომხდარის გამოძიება გორის პოლიციამ დაიწყო. ფატზე სისხლის სამართლის საქმე, 177 -ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
  • სოფელ ხიდისთავში ქმარმა ცოლს სცემა

    სოფელ ხიდისთავში ქმარმა ცოლს სცემა
    ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
  • გორში მაღაზია გაქურდეს

    გორში მაღაზია გაქურდეს
    შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა, მაღაზიიდან სიგარეტის რამდენიმე კოლოფი, "პეპსი" -ს რამდენიმე ბოთლი და სალაროში არსებული 50 ლარამდე თანხა წიაღეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე, 177 -ე მუხლის მესამე ნაწილით მიხედვით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
  • გორში მაღაზია გაქურდეს

    გორში მაღაზია გაქურდეს
    მაღაზია "ნიკორას" გაქურდვის ფაქტზე გორის პოლიციის თანამშრომლებმა ორი არასრულწლოვანი ამხილეს. შსს -ს მტკიცებით, მათ მაღაზიიდან ყავა და ტკბილეული მოიპარეს. გორის პოლიციას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მიხედვით ჰქონდა აღძრული.
  • გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ ღამეში ორი მაღაზია გაქურდეს

    გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ ღამეში ორი მაღაზია გაქურდეს
    ქურდობის ფაქტები თარხნიშვილის და შინდისის ქუჩებზე მოხდა. თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან სპირტიანი სასმელები მოიპარეს, ხოლო შინდისის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან სიგარეტები და სალაროში არსებული 50 ლარამდე თანხა. ორივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
  • გორში სწრაფი ჩარიცხვის 1 აპარატი გატეხეს და მეორის გატეხვა სცადეს.

    გორში სწრაფი ჩარიცხვის 1 აპარატი გატეხეს და მეორის გატეხვა სცადეს.
    წმინდაწყლის დასახლებაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს, ხოლო კომბინატის დასახლებაში აპარატის გატეხვა სცადეს. პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177 - ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
  • გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

    გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
    შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. მაღაზიიდან საკვები პროდუქტები და ხურდა ფული მოიპარეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
  • გორში ფეიბოქსის გატეხვა სცადეს

    გორში ფეიბოქსის გატეხვა სცადეს
    შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ფეიბოქსის გატეხვის მცდელობისას ამხილეს. შსს - ში განაცხადეს, რომ არასრულწლოვანმა თანხის მითვისება ვერ შეძლო. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177 - ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
  • გორში 45 წლის მამაკაცმა დედა სცემა

    გორში 45 წლის მამაკაცმა დედა სცემა
    შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის I ნაწილითა და 11/151 მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ 1974 წელს დაბადებული ხ.ს. დააკავა.
  • გორში 1 ობიექტი გაქურდეს და 2 გატეხეს

    გორში 1 ობიექტი გაქურდეს და 2 გატეხეს
    ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სამეფოს ქუჩაზე მდებარე ელიტ.კლუბი "ვარდისუბანი" გაქურდეს.
    ქურდობის მცელობები იყო გორგალის და შინდისის ქუჩაზე.
    პოლიციამ შინდისის ქუჩაზე მდებარე ყავის მაღაზიის გატეხვის ფატზე 1 პირი, 2001 წელს დაბადებული მოქალაქე ამხილა. ხოლო გორგასლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის გატეხვის ფატზე, ორი პირი, 2000 და 2001 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავა.
  • გორში შვილმა დედა სცემა

    გორში შვილმა დედა სცემა
    შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. 63 წლის ქალმა 85 წლის დედა სცემა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
  • ძარცვის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს

    ძარცვის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს
    გორის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, 1978 წელს დაბადებულ ქ.დ.-ს საფულე და მობილური ტელეფონი გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.