Atomi

ატომის აღნაგობის ისტორია

  • 400

    დემოკრიტე ატომის შესახებ

    დემოკრიტე  ატომის შესახებ
    დემოკრიტეს ონტოლოგიის პრინციპი ის გახლავთ რომ მან სამყაროს ასახსნელად დაუშვა განუყოფელი, უმცირესი ზომის სუბსტანცია, რომელსაც ატომი („ატომოს“) უწოდა. ,
  • დალტონი ატომის მოდელი

    დალტონი ატომის მოდელი
    ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ დალტონმა.
    სხეულთა აღნაგობის შესწავლისას მან დაამტკიცა, რომ ყველა ელემენტი შედგება პატარა განუყოფელი აგურების_ ატომებისაგან. ერთმანეთთან შეერთების შედეგად კი ატომები მოლეკულებს წარმოქმნიან.
  • ტომსონის ატომის მოდელი.,, ქიშმიშიანი პუდინგის'' მოდელი

    ტომსონის ატომის მოდელი.,, ქიშმიშიანი პუდინგის'' მოდელი
    ტომსონმა არასწორად ჩამოაყალიბა მოსაზრება, რომ მცირე მასის, უარყოფითად დამუხტული ელექტრონები მთელ ატომში, დადებითი მუხტის ერთგვაროვან ზღვაში იყვნენ გადანაწილებულები. იგი ,, ქიშმიშიანი პუდინგის'' მოდელის სახელით გახდა ცნობილი.
  • რეზერფორდი ატომის ,,პლანეტარული მოდელი''.

    რეზერფორდი ატომის ,,პლანეტარული მოდელი''.
    რეზერფორდმა წარმოადგინა ატომის პლანეტარული მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, ატომის ცენტრში მოთავსებულია დადებითად დამუხტული ბირთვი, რომელშიც თითქმის მთელი მასაა თავმოყრილი. ატომი ზოგადად ნეიტრალურია. ბირთვის გარშემო, პლანეტის მსგავსად,მოძრაობენ ელექტრონები.
  • ნილს ბორის ატომის მოდელი

    ნილს ბორის ატომის მოდელი
    ატომის მარტივი მოდელი, რომელიც აღწერს წყალბადის ატომს, შექმნა ნილს ბორმა 1913 წელს. ეს მარტივი მოდელი იყო სერიოზული ნახტომი ატომის კვანტური სტრუქტურის გასაგებად და კვანტური მექანიკის ჩამოსაყალიბებლად. მოდელი აღწერს ერთ დამუხტულ ელექტრონს, რომელიც ტრიალებს დადებითად დამუხტული ბირთვის გარშემო.