ქართული წარმატებული სტარტაპები

Timeline created by Marita_303
  • ქალაქ seattle - ში ქართველებმა ახალი სოციალური ქსელი დააარსეს.

    ქალაქ seattle - ში ქართველებმა ახალი სოციალური ქსელი დააარსეს.
    Deehubs-ი არის პლათფორმა, სადაც მომხმარებელი ქმნის მესიჯს ან სურათს, რომელიც ქვეყნდება ქალაქის ქუჩებში პროექტორებისა და ელექტრონული ბილბორდების მეშვეობით. გიორგიმ და ბაქარმა იდეის განსახორციელებლად საკმაოდ რთული გზა გაიარეს. მათ იმოგზაურეს ინდოეთსა და ემირატებში, რათა მოეძიათ დაწყებითი ინვესტიცია და შეეკრათ ტექნიკური გუნდი, თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად მათ მოტივაცია არ დაუკარგავთ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
  • Giffer - მა მოძრავი ფოტოს გადაღება შესაძლებელი გახადა

    Giffer - მა მოძრავი ფოტოს გადაღება შესაძლებელი გახადა
    Giffer არის მოწყობილობა, რომელიც მოძრავი ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ეს ინოვაციური მოწყობილობა ქართველებმა შექმნეს და მსოფლიოს გარშემო მას ანალოგი არ გააჩნია. Giffer-ი 2015 წელს შეიქმნა და დღეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია წვეულება მის გარეშე.
  • Treepex - იყიდე ნივთი, დარგე ხე

    Treepex - იყიდე ნივთი, დარგე ხე
    Treepex- ის დახმარებით თქვენ აქტიურად ჩაერთვებით ქვეყნის გამწვანების პროცესში. ამისათვის საჭიროა მხოლოდ შეიძინოთ ნებისმიერი ნივთი Treepex-ის ლოგოთი და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თქვენი სახელობის ხე დაირგვება. 2016 წელს შექმნილი ეს ქართული სტარტაპი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
  • Bino.ge - ღვინის Online მაღაზია

    Bino.ge - ღვინის Online მაღაზია
    Bino.ge არის ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ სასურველი ღვინო.
    შეძენამდე, საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია მეღვინეებისა და უშუალოდ პროდუქციის შესახებ.
  • "ლუშნუ"- სვანური მარილი ექსპორტზე

    "ლუშნუ"- სვანური მარილი ექსპორტზე
    "ლუშნუ" არის სვანური მარილი, რომელიც უძველესი რეცეპტით სვანი მამა-შვილის მიერ მზადდება, ექსპორტზეც გადის და საკმაოდ მოთხოვნადია ქვეყნის გარეთ.
  • Ivy Design - ვინტაჟური სტარტაპი

    Ivy Design - ვინტაჟური სტარტაპი
    Ivy Design არის რამდენიმე მეგობრის მიერ განვითარებული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ძველი თუ ახალი ავეჯისა და ხის ნივთების მოხატვასა თუ გაფორმებას.
  • VRex - ვირტულაური ტურიზმი

     VRex - ვირტულაური ტურიზმი
    VRex არის ქართველების მიერ შექმნილი პლატფორმას, რომელის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია ვირტუალურად იმოგზაუროს სასურველ ადგილას და ამის შემდეგ გადაწყვიტოს სურს თუ არა ამ ადგილს ეწვიოს.
    აღნიშნული პლატფორმა ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამ მომენტისთვის, გადაღებულია საქართველოს 100-ზე მეტი მიმართულება, ასევე, თურქეთის რამდენიმე კურორტი, სტამბული, პარიზი და ა.შ. სტარტაპი მსოფლიოს 50 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის „სილიკონ ველის“ ინვესტორების წინაშე წარდგება.